Giorgi Tediashvili

Culture Journalist, Observer

Location icon Georgia

Portfolio
Observer
09/05/2016
ვარჯიში თავისუფლებაში მარცხენა ხელით - გია ბუღაძე გამოფენისთვის ემზადება - Observer

2016 წლის 6 სექტემბერს 18:00-ზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - „უფსკრული უფსკრულს გასძახის" გაიხსნება. პროექტი, რომელზეც მხატვარი წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა, 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას ეყრდნობა და შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირების დრამატიზმს გადმოსცემს.

Observer
09/12/2016
როგორ მოხვდა ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ვიდეორგოლი MTV-ზე? - Observer

ახალგაზრდა ქართველი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი - ნიკა კვარაცხელია (ნიკა ელია) უკვე მრავალი წელია ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს. მუსიკოსმა, რომელიც საკუთარ მუსიკას ფსიქოდელიურ ანტი-ფოლკს უწოდებს, პირველი ჯგუფი - Sexy Bicycle, 2007 წელს დააარსა და სწორედ აღნიშნულ ჯგუფთან ერთად გამოშვებული ორი სინგლით: "Sex With Your Mother" და "Mola aquesta vista" წარსდგა ესპანელი მსმენელის წინაშე.

Observer
09/14/2016
რა ადგილი უჭირავს პროტესტს Sophie Villy-ის მუსიკალურ შემოქმედებაში? - Observer

ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსს და სიმღერების ავტორს Sophie Villy-ს როგორც ქართველი, ისე უცხოური აუდიტორია იცნობს. საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე მომღერალი, რომელმაც საკუთარი შემოქმედება სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებსა და საღამოებზე დაკვრით ამერიკელი მელომანების გარკვეულ ნაწილსაც გააცნო, საკუთარი სიმღერებით ხშირად ეხმიანება საქართველოსა თუ უკრაინაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. ფსიქოდელიური ელემენტებით გაჟღენთილი მრავალფეროვანი და თვითმყოფადი მუსიკის ავტორი, წარსულში გამოშვებული ორი...

Observer
10/01/2016
სოციალური დრამა „ანას ცხოვრება": საერთაშორისო წარმატებიდან რუსულ აღიარებამდე - Observer

ნინო ბასილიას მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულმა ფილმმა - „ანას ცხოვრება" რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და ამჯერად რუსეთში გამართული სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი მთავარი პრიზი მოიპოვა. ბასილიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა ფესტივალზე პირველი პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო. რეჟისორისთვის აღნიშნული გამარჯვება, ვალენსიის ფესტივალზე აღებული გრანპრისა და არგენტინაში აღებული ხარისხის პრიზის შემდეგ კიდევ ერთი დიდი სიხარულია, ...

Observer
10/04/2016
დამაკმაყოფილებელი შედეგი თუ ბუტაფორია, რისი სუნი ასდის „ახალ ტფილისს"? - Observer

25 სექტემბერს თბილისის მოსახლეობა კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიების მოწმე გახდა - საზეიმოდ გაიხსნა მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტ „ახალი ტფილისის" პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირს და მის ისტორიულ შენობებს მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ტერიტორია კი მთლიანად საფეხმავლო გახდა.

Observer
10/12/2016
ახალი აღმოჩენის ნაკვალევზე: რა საიდუმლოს ინახავს იშხნის ტაძარი? - Observer

ისტორიული საქართველოს ნაწილი და ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია ტაო-კლარჯეთი სულ ახლახანს კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ამჯერად ქართველი ხალხის დაინტერესება ისტორიკოს ბუბა კუდავას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა გამოიწვია, რომელზეც იშხნის სამონასტრო კომპლექსის უძველესი იატაკის ფრაგმენტებია ასახული. ირკვევა, რომ იატაკის ერთი ნაწილი პირველად 3 წლის წინ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, ინტერიერში მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა.

Observer
10/24/2016
მარჯანიშვილის სცენაზე გამოცხადებული ომი ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ - Observer

მარჯანიშვილის სარდაფის სცენაზე, წინანდლის პრემიის და თეატრალური პრემია „დურუჯის" გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორის, მიხეილ ჩარკვიანის ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა. „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" ერთგვარი პერფორმანსია, რომლის მიმდინარეობისას შვიდი ახალგაზრდა მსახიობი მაყურებელთან ერთად ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის სასტიკ შედეგებს აანალიზებს. სპექტაკლი გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის 1974 წელს ჟურნალ „შპიგელში" გამოქვეყნებული ნაწარმოების „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება ანუ...

Folloe Me And Read Interesting Articles About Arts And Culture

Observer
07/12/2016
Salio Sets Out to Conquer World Music Industry - Observer

Distinctive Georgian singer-songwriter, Salio (Salome Korkotashvili) has some good news to share with our readers. On June 1, the British "Telegraph" premiered her new song "Wayside" Last week Salio released her EP (extended play), which includes five English songs, where Synthesis of the electronic music and pop sounds very interesting and modern.

Observer
07/14/2016
Tbilisi Open Air - რეგიონის უდიდესი მუსიკალური მოვლენა მე-8 სეზონის მოლოდინში - Observer

თავისუფლების იდეით შექმნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air-ი ქართველ და უცხოელ მსმენელს 29-31 ივლისის ჩათვლით წელს უკვე მერვედ უმასპინძლებს. ფესტივალი ლისის ტბიდან 2 კმ-ში, თბილისის ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე სამ სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება და როგორც ცნობილია, მასში 12 ქვეყნიდან ჩამოსული 40-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

Observer
07/27/2016
თეატრი, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებს გააქრობს - Observer

საქართველოში ახალი თეატრალური დასი „აზდაკის ბაღი" დაარსდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე თვრამეტი ახალგაზრდისაგან და ექვსი მოხალისე მსახიობისგან შედგება. დასის სახელი ბერტოლტ ბრეხტის პიესას „კავკასიურ ცარცის წრეს" უკავშირდება, სადაც აზდაკი ამბობს: „დაანგრიეთ ეს სახლი, ეზოში მოაწყეთ ბაღი და გადაეცით ბავშვებს". „ლიტერატურული ანდერძია, რომლის შესრულებაც სულ მინდოდა", - აღნიშნა რეჟისორმა და დასის ხელმძღვანელმა ივანე-ბაჩო გაბრუაშვილმა.

Observer
08/09/2016
ჯაზი 10 წლის დაძველებით - Observer

ღვინის დაძველება, რომ კარგად გვეხერხება ქართველებს ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, მაგრამ ეს მეთოდი ჯაზსაც თუ ასე წაადგებოდა ალბათ ვერავინ იფიქრებდა, მანამ, სანამ წარმოშობით აფხაზმა მუსიკოსმა მის მიერ 10 წლის წინ შექმნილი ჯაზური კომპოზიციები არ გაასაჯაროვა. ირაკლი კვანჭიანს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. წლების მანძილზე ის ქართულ ტელეარხებზე სხვადასხვა მუსიკალური პროექტების ბენდებს ხელმძღვანელობდა, ასევე იყო „ბრავო ბენდის" ...

Observer
08/16/2016
Young Georgian Singer Tatia Kurashvili is heading to Germany - Observer

Georgian Audience knows Tatia Kurashvili from several TV shows. Those who heard her singing probably would never forget her exceptional voice and musical thinking. The singer once started with blues and Jazz, now is tempted by songwriting. Tatia has already completed work on three new songs, which premiered on TV.

Facebook icon